ლანჩხუთში საარჩევნო პროცესი დილის რვა საათიდან დაიწყო და სხვადასხვა საარჩევნო უბანზე პირველმა ამომრჩევლებმაც საკუთარი არჩევანი დააფიქსირეს. სულ მუნიციპალიტეტის მასშტაბით 38 საარჩევნო უბანია გახსნილი, სადაც, ჯამში, 23 800 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
ამ დროისთვის საარჩევნო პროცესი ლანჩხუთში მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.