დღეს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ტარდება, რასაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ში ეხმაურება.
„ეს უნდა იყოს ჩვენი გამარჯვების დღე, მაგრამ ამისათვის უნდა გავითვალისწინოთ ის, თუ რას აკეთებს ივანიშვილი.
ივანიშვილს ჰყავს დარეგისტრირებული დიდი რაოდენობით მკვდარი სულები, ძალიან ბევრი ადამიანის მისამართზე.
მას ჰყავს, დაახლოებით 500-700 კაციანი ბრიგადა, კარუსელებით მისვლას აპირებენ ბევრ ადგილზე, ერთ დროულად და არ არსებული ხმების ჩაყრას. ზუსტად ასე ჩაყარა მან საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში. ზუსტად ასე აპირებს თქვენი გამარჯვების მოპარვას!
მინდა ვუთხრა ჩვენს დამკვირვებლებს, ჩვენ გვაქვს სახის ამოცნობის პროგრამა, შეეცდებიან სახის ამომცნობები გაყარონ უბნებიდან – არ დაუშვათ მათი გაყრა და მეორე, აღმოვაჩინოთ კარუსელები.
არ “გავუპრავებთ” ამ მოპარულ არჩევნებს! ვერ დაწერს ამ სიას!
დღის განმავლობაში მაქსიმალურად ვამხილოთ ეს ხალხი და შემდეგ, როგორც კი დაიწყებს ციფრების წერას, ვიმოქმედოთ იმიტომ, რომ ეს არის დაუშვებელი. ეს არის პირდაპირი ქურდობა, რასაც ეს გეგმავს. ამჯერად ნამდვილად ვერ აგვახევს გამარჯვებას, თუ სწორად ვიმოქმედებთ“,_ წერს სააკაშვილი.