60/45 შემოქმედის საარჩევნო უბანზე მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს საარჩევნო პროცედურა. უჩვეულო მხოლოდ ის არის, რომ უბანზე კორონავირუსთან დაკავშირებით ზომები გამკაცრებულია. საარჩევნო უბნის კომისიის წევრები აღჭურვილია ნიღბებით, ხელთათმანით და სახის ფარებით.
ამ დროისთვის თავისი არჩევანი 100-მა ადამიანმა გააკეთა.