ბოლო მონაცემებით, ლანჩხუთის N61 საარჩევნო ოლქში რეგისტრირებული ამომრჩევლიდან 9,26 პროცენტმა საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა, ანუ საარჩევნო უბანზე 2650 ამომრჩეველი გამოცხადდა.
საარჩევნო უბნებთან, წინა წლებისგან განსხვავებით, თვალშისაცემია კოორნინატორთა თუ სხვადასხვა საარჩევნო სუბიექტის მხარდამჭერთა აქტივობა. განსაკუთრებით, ყოველი არჩევნებისგან, ხალხმრავლობა ქალაქის N2 დაN37 უბნებზე შეინიშნებოდა, თუმცა, წელს საარჩევნო უბნის მიმდებარედ მხოლოდ რამდენიმე ადამიანი თუ დგას. უბანზე მისული ამომრჩევლები კი დისტანციის დაცვით რიგში დგანან უბანზე შესასვლელად. ქალaქის საარჩევნო უბნებიდან ამომრჩევლის შედარებით მეტი აქტივობა N1 უბანზე შეინიშნება.