დღეს, დილიდანვე, ოზურგეთის მოსახლეობის უმეტეს ნაწილს წყალი არ მიეწოდება, რაც უკმაყოფილების მიზეზი გახდა.
„გურია ნიუსი“ წყალმომარაგების კომპანიის ოზურგეთის მენეჯერს, დავით ცერცვაძეს ესაუბრა.
_ოზურგეთში, სოფელ მაკვანეთთან, ინტერნეტის ხაზის გაყვანის სამუშაოების შესრულებისას, სერიოზულად დაზიანდა წყალგაყვანილობის სისტემა. გუშინ, გვიან საღამომდე ვმუშაობდით. ასევე, დღეს დილიდან გავაგრძელეთ მუშაობა. საღამომდე უნდა მოვახერხოთ დასრულება. ვაკეთებთ მაქსიმუმს, რომ, რაც შეიძლება დაჩქარდეს შეკეთება. ქალაქის ცენტრალურ ნაწილს, ვიმედოვნებ, დღის განმავლობაში აღუდგება წყლის მიწოდება, _ გვითხრა ბატონმა ცერცვაძემ.