ოზურგეთის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირების 21 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ სატელეფონო საუბრისას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, მაია ქუტიძემ განუცხადა.
როგორც ცნობილია, გასული 24 საათის განმავლობაში გურიაში ინფიცირების 41 შემთხვევა დაფიქსირდა.
სულ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 38 936 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 22 691-ს შეადგენს, გარდაცვლილია 307 ადამიანი.