ვხედავ, არის სიმშვიდე და მშვიდობიანი ატმოსფერო, ვიმედოვნებ, მთელი დღე ასე გაგრძელდება, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა მარნეულში ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, დღევანდელი საპარლამენტო არჩევნები საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა.
„ძალიან მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები მარნეულში როგორც არჩევნების დამკვირვებელი. კარგია იმის ნახვა, რომ მოსახლეობა ხმის მისაცემად მოდის და ატარებს ნიღბებს. ეს არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. მთავარია მშვიდი ატმოსფერო და თავისუფალი არჩევანი ხალხისთვის. ხმის მიცემის თავისუფლება, რომ აირჩიონ ლიდერები და შემდეგ მათთვის ანგარიშვალდებულების დაწესება, ნებისმიერი ჯანსაღი დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპია. სამართლიან არჩევნებში ადგილი არ აქვს ხმების მოსყიდვას, ამომრჩევლის დაშინებას, არავინ უნდა აიძულოს ამომრჩეველი, რომ ბიულეტენს ფოტო გადაუღოს.
აშშ-ის საელჩოს საქართველოში 75-ზე მეტი ადამიანი ჰყავს, რომლებიც აკვირდებიან არჩევნებს, მონიტორინგს უწევენ მედიის გაშუქებას, კონსულტაციებს უწევენ ადგილობრივ და საერთაშორისო დამკვირვებლებს, რადგან ეს მნიშვნელოვანი დღეა. ვიმედოვნებთ, რომ ქართველები ამ დღით იამაყებენ. რასაც ვხედავ, არის სიმშვიდე და მშვიდობიანი ატმოსფერო. ვიმედოვნებ, მთელი დღე ასე გაგრძელდება. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ძალიან ბევრი გააკეთა, რომ მომზადებულიყო დღევანდელი დღისთვის და რომ მოსახლეობამ არჩევნებში მონაწილეობა უსაფრთხოდ მიიღოს კოვიდის პირობებში. თუ შეიძლება, მიდით არჩევნებზე“, – განაცხადა კელი დეგნანმა.