„გურია ნიუსისთვის“ მიწოდებული ინფორმაცის თანახმად, ზოტში, საარჩევნო უბანზე მყოფი დამკვირვებლები აპირებდნენ საჩივრის დაწერას, რადგან, სავარაუდოდ, რეგისტრატორმა ერთი ამომრჩეველი მარკირების გარეშე შეუშვა უბანზე.
ინფორმციის გადასამოწმებლად ზოტის საუბნო საარჩევნო კომისიას დავუკავშირდით.
როგორც საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ჯემალ კონცელიძემ და მოადგილემ მურთაზ ირემაძემ გვითხრეს, მსგავსი ფაქტი არც კომისიის წევრებს შეუმჩნევიათ და არც საჩივარი დაწერილა.
„ყველაფერი წესრიგშია. მსგავსი რამ არ შეგვიმჩნევია, საჩივარი დაწერილი არ არის“.
“გურია ნიუსი“ ამ უბანზე მყოფ დამკვირვებლებთანაც ცდილობს ინფორმაციის გადამოწმებას.