ლაითურში ხმის მიცემის პროცედურა გრძელდება.
დეპუტატობის კანდიდატის ნინო შეწირულის ინფორმაციით, ლაითურის 60-11-ე საარჩევნო უბანზე თვითიზოლაციაში მყოფმა პირმა მისცა ხმა.
ჩვენთან საუბრისას საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ბერდია ლომიძე ამბობს, რომ პროცედურული დარღვევა მოხდა. შედგა შესაბამისი აქტი. ამ დროისთვის ხმის მიცემის პროცესი გრძელდება და მომხდარ ფაქტს კომისია შეისწავლის.