ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით, Edison Research-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლით, არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ სუბიექტებს ასეთი საარჩევნო შედეგი აქვთ: „ქართული ოცნება“ – 46%;
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია“ – 28%;
„ევროპული საქართველო“ – 5%;
„ლელო“ – 3%;
„გირჩი“ – 3%;
„პატრიოტთა ალიანსი“ – 2%;
„სტრატეგია აღმაშენებელი“ – 2%;
ამასთან, ტელეკომპანიის ინფორმაციით, გამოკითხულთა 50%-ზე მეტმა პასუხის გაცემაზე უარი თქვა.
როგორც „ფორმულა“ განმარტავს, ამჟამად წარმოდგენილია ეგზიტპოლის 16:00 საათის მონაცემები, ხოლო 22:00 საათისათვის 18:00 საათის მონაცემებს გამოაქვეყნებენ.