ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ მიხეილ სააკაშვილს მოუწოდა, რომ სამსახურზე იზრუნოს, რადგან უკრაინიდან გამოგდებას უპირებენ.
“მიხეილ სააკაშვილს შეუძლია, იზრუნოს თავის სამსახურზე უკრაინაში. მე როგორც მაქვს ინფორმაცია მას გამოგდებას უპირებენ და მისი მთავარი საზრუნავი იქნება, როგორმე შეინარჩუნოს სამსახური უკრაინაში”, — განაცხადა მან.