ორონავირუსით ინფიცირებული 15 წლის მოზარდი, რომელიც პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა, გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია imedinews-ს კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ დაუდასტურა.
არსებული ინფორმაციით, 15 წლის გოგო საუნივერსიტეტო კლინიკაში დაახლოებით 2 კვირის წინ შეიყვანეს და ის მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 38936 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 22691-ს შეადგენს. გარდაიცვალა 307 მოქალაქე. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.