ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ამ დროისთვის „ქართულ ოცნებას“ ხმების 48.58%, „ნაციონალურ მოძრაობას“ 26.07%, ხოლო „ევროპულ საქართველოს“ 3.77% აქვს.
სულ 3 847 უბნიდან მონაცემები დათვლილია 2668 უბნის მიხედვით.
ხმების პროცენტული გადანაწილება ამ დროისთვის ასეთია:
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – 48.58%; „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ – 26.07%; „ევროპული საქართველო“ – 3.77%; „პატრიოტთა ალიანსი“ – 3.24%; „ლელო“ – 3,28%; „სტრატეგია აღმაშენებელი“ – 3,15%; „გირჩი“ – 3.08 %; „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ – 1.42%; „ლეიბორისტული პარტია“ – 1.02%.
დანარჩენ პარტიებს ამომრჩეველთა ხმების ერთ პროცენტზე ნაკლები აქვთ.