საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა იმართება პარლამენტის არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან არაუგვიანეს მე-10 დღისა.
პირველ სხდომას ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი.
პარლამენტი პირველ სხდომაზე უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას, თუ სხდომას ესწრება პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა.
პარლამენტი სრულ უფლებამოსილებას იძენს პარლამენტის წევრთა ორი მესამედის (100 პარლამენტარი) უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან.
ამ მომენტიდან უფლებამოსილება უწყდება წინა მოწვევის პარლამენტს.