54-ე სამტრედიის საოლქო საარჩევნო კომისიაში წუხელ, გვიან ღამით დასრულდა 51 საარჩევნო უბნიდან შემაჯამებელი ოქმების შეტანა.
წინასწარი მონაცემებით, ცნობილია, რომ სამტრედიაში 2020 წლის არჩევნებში 41 ნომრით, სახელისუფლებო პარტია, ,, ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო” ლიდერობს.
“პირველ ადგილზე, თავისი შედეგებით, ,, ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გივი ჭიჭინაძეა. მან მოსული ამომრჩევლის 53, 64 პროცენტი მიიღო, რაც წარმოადგენს არჩევნებზე მოსული ამომრჩევლის 13 503 ხმას.
ასევე წინასწარი შედეგებით, მეორე ადგილზე არის ნანა ჟორჟოლიანი. ,, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარმა კანდიდატმა მიიღო მოსული ამომრჩევლის 30,97 პროცენტი, რაც არჩევნებში მოსული ამომრჩევლის 7 795 ხმაა.
პროპორციული სისტემით სახელისუფლებო პარტიამ მიიღო მოსული ამომრჩევლის 54,13 პროცენტი, რაც მოსული ამომრჩევლის 13 682 ხმაა. მეორე ადგილზე აქაც ,, ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა”.
ენმ-მ მიიღო არჩევნებში მოსული ამომრჩევლის 26,11 პროცენტი, რაც 6 600-ს ხმას წარმოადგენს. ,,საბოლოო შედეგები კენჭისყრის დღიდან 11 დღის ვადაში გამოქვეყნდება, როცა 22-ე მაჟორიტარულ ოლქში შემავალი 4-ვე საარჩევნო ოლქი (წყალტუბოს, სამტრედიის, ხონის და ვანის) შედეგები შეჯამება.”– განაცხადა ,, გურია ნიუსთან” კომენტარში 54-ე სამტრედიის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ნანა იმნაძემ.