“გურია ნიუსის” ინფორმაციით, კოვიდ 19 დაუდასტურდა მაჩხვარეთის საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს.
როგორც ირკვევა, მისი გადაყვანა კლინიკაში გუშინ, საარჩევნო პროცესის დამთავრებამდე მოხდა.
როგორც სოფლის მაცხოვრებლებისგან ხდება ცნობილი, აღნიშულ პიროვნებას სიცხეები ორი დღის განმავლობაში ქონდა, თუმცა, ფაქტს მალავდა.
“ახლა კლინიკაშია გადაყვანილი და გადის მკურნალობას, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა, ჩვენ კი ვისავ მასთან მუდმივი გვქონდა თვითიზოლაციაში ვართ.”