ოზურგეთელი მედიკოსი, ცნობილი პირველი ბაზიერი ქალი და ბაზიერობაში საქართველოს ხუთგზის ჩემპიონი კლარა თავართქილაძე, ვის შესახებაც ჩვენ არც ისე დიდი ხნის ვწერდით, 80 წლის გახდა.
მას ოზურგეთის მონადირეთა და მეთევზეთა კლუბის ინიციატივით, „ოზურგეთის საპატიო ბაზიერის“ ტიტული მიენიჭა, ხოლო, ოზურგეთის მერმა, კონსტანტინე შარაშენიძემ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა კი, დამსახურებულ ქალბატონს იუბილე მიულოცეს და საჩუქრად საყოფაცხოვრებო ტექნიკა (სარეცხი მანქანა) გადასცეს.
როგორც ჩვენს სტატიაში ვრცლად ვწერდით და დიდი გამოხმაურებაც მოჰყვა, კლარა თავართქილაძე 13 წლის ასაკიდან ეზიარა ქალისთვის ამ ერთობ რთულ და ამავე დროს ეგზოტიკურ პროფესიას და როგორც თავად ხშირად ხუმრობს, „დუნია აალაპარაკა“.
„გურია ნიუსი“ კიდვ ერთხელ ულოცავს იუბილეს დამახურებულ ქალბატონს, რომელმაც თავისი ორივე პროფესიის , მედიკოსის და ბაზიერის წყალობით, უმრავ ადამიანს აჩუქა სიცოცხლე _მისი მუშაობის დროს, საოპერაციო მაგიდაზე სიკვდილის ფაქტი არ დაფიქსირებულა, ხოლო ბაზიერობის დაინტერესებით, უამრავი ახალგაზრდა გამოსტაცა ქუჩას და სუბკულტურის მენტალობას.
ამავე თემაზე:
ჭრილობასთან უსათუთესი, თოფთან_ მეომარი _ საქართველოში პირველი ბაზიერი ქალბატონი იუბილარია