ოზურგეთში, თაყაიშვილის ქუჩაზე მომუშავე 34 წლის ახალგაზრდა კაცი, რომელიც ხუმრობით საკუთარ თავს „ოზურგეთელ კინტოს“ ეძახდა და ამის შესახებ ჩვენი გაზეთიც წერდა, მოულოდნელად გარდაიცვალა.
_ალეკო ღელეყვამ ძალიან დაგვწყვიტა გული, ნამდვილად ოზურგეთის კოლორიტი იყო. სოფელ მელექედურიდანაა. მუდამ ღიმილიანი, ერთ 50 კილოგრამიან ტომარა ფქვილს, თავზე დაიდებდა და ისე მიჰქონდა. თან ხუმრობდა, „კინტო ვარ, კისერი ნავარჯიშევი მაქვს, ასე უფრო თავისუფლად მიმაქვსო“… ძალიან სანდო, მუყაითი მუშა იყო, ღმერთმა აცხონოს. დასანანია, ასე ახალგაზრდა კაცის უცებ სიკვდილი – ამბობენ ოზურგეთში, თაყაიშვილის ქუჩაზე განთავსებული, სხვადასხვა სავაჭრო დაწესებულებებში მომუშავენი.
„გურია ნიუსი“ თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს.
ამავე თემაზე: