ჩოხატაურში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა.
გასული 24 საათის განმავლობაში მუნიციპალიტეტში კიდევ 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
როგორც „გურია ნიუსს“ ჩოხატაურის ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს, 5 ახალი შემთხვევიდან 3 კოხნარში, 2 ამაღლებაში გამოვლინდა.
სულ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ინფიცირების 93 შემთხვევაა გამოვლენილი.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში გურიაში ინფიცირების 47 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 44522 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 28633-ს შეადგენს. გარდაიცვალა 362 მოქალაქე.