გურიაში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევები გამოვლინდა.
როგორც უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინზე განაცხადეს, გურიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში ინფიცირების 27 შემთხვევა გამოვლინდა.
ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ 19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 46817 -ს შეადგენს. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 31170 -მდე გაიზარდა, გარდაცვალებულტა რაოდენობა კი 381-ია.