კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ლანჩხუთშიც ყოველდღე მატულობს.
როგორც „გურია ნიუსს“ ლანჩხუთის ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს, ამ დროისთვის 271 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 177 ადამიანი გამოჯანმრთელდა. მუნიციპალიტეტში რჩება ინფიცირების მოქმედი 94 შემთხვევა.
„გასული 24 საათის განმავლობაში დაფიქსირდა 16 ახალი შემთხვევა. ინფიცირების შემთხვევები თითქმის ყველა სოფელში ფიქსირდება, სუფსაში, აცანაში, ასევე ქალაქის ტერიტორიაზე“,_ გვითხრეს ლანჩხუთის ჯანდაცვის ცენტრში.