ჩოხატაურის მედალფას თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.
კლინიკის დირექტორის, ანტონ ხუნდაძის თქმით, ინფიცირებული კლინიკის ამბოლატორიულ ნაწილში მუშაობდა.
„საკონტაქტო წრე დიდი არ არის. თვითონაც არ იცის საიდან შეიძლებოდა დაინფიცირებულიყო. კლინიკაში არავინ არის ინფიცირებული, ალბათ ქუჩიდან დაინფიცირდა. თანამშრომლები ყველა გატესტილია და არავის დადასტურებული არ აქვს. რაც შეეხება ინფიცირებულს, ის სახლში, იზოლაციაში იმყოფება”,_ გვითხრა ხუნდაძემ.