გურიაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები იზრდება.
გასულ 24 საათში გამოვლენილი 2401 შემთხვევიდან გურიაში კორონავირუსით ინფიცირების 62 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 49 218-ს შეადგენს. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 33 459-მდე. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 401 გარდაცვალების შემთხვევა.