უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ დღეს გამოვლენილი 2 401 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 976 შემთხვევა, აჭარაში – 328, იმერეთში – 368, ქვემო ქართლში – 61, შიდა ქართლში – 135, გურიაში – 62, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 280, კახეთში – 70, მცხეთა-მთიანეთში – 31, სამცხე-ჯავახეთში – 55, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 35.
დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 49 218-ს შეადგენს. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 33 459-მდე. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 401 გარდაცვალების შემთხვევა.