ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სამების საბავშვო ბაღის გამგეს კორონავირუსით ინფიცირება დაუფიქსირდა.
როგორც „გურია ნიუსს“ საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორის მოადგილემ, მარინა ცინცაძემ განუცხადა, საბავშვო ბაღმა მუშაობა 3 ნოემბერს სხვა ბაღების მსგავსად განაახლა, თუმცა გამგე იზოლაციაში გადავიდა, რის გამოც სააღმზრდელო პროცესი შეწყდა.
„სამების საბავშვო ბაღი მუშაობდა, მაგრამ გამგე იზოლაციაში გადავიდა და სააღმზრდელო პროცესი შევაჩერეთ. საბედნიეროდ, დაზღვეულები ვართ, რომ იქ ვირუსი ჩვენგან არ გავრცელდება“,_ გვითხრა საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორის მოადგილემ.
ამ დროისთვის, სააღმზრდელო პროცესი შეჩერებულია ბასილეთის და ამაღლების საბავშვო ბაღებშიც.