ოზურგეთში, თაყაიშვილის ქუჩაზე მდებარე ვულკანიზაციაში, სამუშაო პროცესში, 61წლის მამაკაცი გარდაიცვალა. ის სოფელ მაკვანეთის მკვიდრი, ოთარ სიხარულიძეა.
_დიდი ზომის საბურავის დაბერვისას, რკინის რგოლი ამოვარდა და თავში მოხვდა. შორს გაიქნია, თურმე. ჩვენი სოფლის მკვიდრია, ოთარ სიხარულიძე, 61 წლის იყო. უაღრესად მშრომელი, საუკეთესო ადამიანი. ჩვენი სოფლისთვის დიდი დანაკლისია, – გვითხრა მერის წარმომადგენელმა სოფელ მაკვანეთში, ალექსანდრე ბურძგლამ.
„გურაი ნიუსი“ შსს პრესსამსახურს დაუკავშირდა:
_დიახ, მამაკაცი, რომელსაც მუშაობისას საბურავის ნაწილი თავში მოხვდა, მძიმე დაზიანება მიიღო და საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. გამოძიება 240-ე მუხლით არის დაწყებული, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, _ გვითხრეს შსს-ს პესსამსახურში.