დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, დღეს, 6 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაცია შეაფასა.
მისი თქმით, შეზღუდვები ისეთია, როგორიც არ შეზღუდავს პოლიტიკურ აქტივობას.
„ჩვენ ისეთ პერიოდში ვართ, როდესაც ყოველგვარი შეზღუდვა რატომღაც პოლიტიკური აქტივობის შეზღუდვად აღიქმება. ამ დროს კი ყველაფერი ისე კეთდება, რომ ეს აღქმაშიც არ იყოს ვინმესთვის ისე, რომ ეს არის პოლიტიკურ შეზღუდვებთან რაიმე კავშირში“, _ აღნიშნა პაატა იმნაძემ.
„დანის პირზე გვიწევს სიარული, შეზღუდვები და ის, რომ ეკონომიკა ქვეყანაში ფუნქციონირებდეს. იმედია, მოსახლეობა გაითვალისწინებს, რომ ეს რეალობაა. რეალობაა ის, რომ 125 ავად გამხდარი ადამიანიდან 1 იღუპება, რომ გადაითვლით ყოველი 125-დან 1 დაიღუპება. რამდენი 125-ით მეტი იქნება, იმდენი მეტი ადამიანი დაიღუპება“, _ დასძინა პაატა იმნაძემ.