დღეს უეფას შტაბბინაში გამართული კენჭისყრის შედეგად გამოვლინდა თუ ვინ იქნება ჩემპიონთა ლიგის მეორე ეტაპზე ლანჩხუთის ქალთა საფეხბურთო კლუბის მეტოქე.
ლიგის პირველ ეტაპზე ყაზახეთში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ “ლანჩხუთი” რუმინეთის ჩემპიონ “უნივერსიტატია ოლიმპიას” შეხვდება.
შეხვედრა რუმინეთში 16 ან 17 ნოემბერს გაიმართება.