ოზურგეთის #60 საარჩევნო საოლქოს კომისიის წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას „გურია ნიუსთან“ სატელეფონო საუბრის დროს კომისიის თავმჯდომარე ბერდია ლომიძე ადასტურებს.
“ამ წუთებში საოლქოში ოთხი ადამიანი ვართ. დამხმარე თანამშრომლები სახლში არიან. ძალიან მალე მოხდება ჩვენზე ტესტის აღება” – გვითხრა ბერდია ლომიძემ.