საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 34 მოქალაქე გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია STOPCOV.GE-ზე გავრცელდა.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შედეგად 475 ადამიანია გარდაცვლილი.
სულ საქართველოში გამოვლენილია კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 57753, მათ შორის გამოჯანმრთელებული – 42572 ადამიანია.