საქართველოში, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 34 ადამიანი.
გავრცელებული მონაცემების მიხედვით, გარდაცვალების 34 შემთხვევიდან თბილისში – 14, აჭარაში – 7, იმერეთში – 8, შიდა ქართლში – 3, ქვემო ქართლში – 1, ხოლო კახეთში – 1 შემთხვევა დაფიქსირდა.
2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ საქართველოში 475 კოვიდინფიცირებული ადამიანია გარდაცვლილი.