ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები მატულობს.
ჩოხატაურის ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში მუნიციპალიტეტში ინფიცირების 10 შემთხვევაა დაფიქსირებული.
რაც შეეხება აღნიშნული შემთხვევების სოფლებზე გადანაწილებას, როგორც ჯანდაცვის ცენტრში გვითხრეს:
„დაბაში-2, ზომლეთში- 4, დიდ ვანში-1, საჭამიასერში-1, გოგოლეს უბანში-1, ჭაჭიეთში-1 შემთხვევა დაფიქსირდა“.
მუნიციპალიტეტის მასშტაბით სულ ინფიცირების დაახლოებით 132 შემთხვევაა გამოვლენილი, საიდანაც 50-მდე ადამიანი გამოჯანმრთელდა.
გასული 24 საათის განმავლობაში კი გურიაში ინფიცირების 68 შემთხვევა გამოვლინდა.