ქობულეთის მერს, მირიან ქათამაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია მერმა სოციალურ ქსელ Facebook-ში თავად გაავრცელა.
„მოგესალმებით მეგობრებო.
დღეს მაცნობეს, რომ ვარ კოვიდ დადებითი. ამ ეტაპზე ვიმყოფები იზოლაციაში. გავდივარ მკურნალობას ბინაზე.
მცირე პერიოდით განსხვავებულ რეჟიმში მიწევს მუშაობა. მჯერა ყველაფერი ძალიან მალე დასრულდება და აუცილებლად შევძლებთ ბევრი ძალიან კარგი საქმის გაკეთებას.
ჩვენმა გუნდმა ბოლო კვირების განმავლობაში ძალიან დიდი შრომა, ძალისხმევა ჩადო საპარლამენტო არჩევნების წარმატებით ჩატარებისთვის. ჩვენ ერთად შევძელით ამ შედეგის მიღწევა.
გუნდთან ერთად გვაქვს დაგეგმილი ჩვენი მუნიციპალიტეტის საკეთილდღეოდ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განსახორციელებელი.
მადლობა ჩემო თანაქალაქელებო. მადლობას ვუხდი თითოეულ მოქალაქეს. ერთად ძალიან ბევრი საქმის გაკეთება შეგვიძლია. ასე გაგრძელდება მომავალშიც“,_ იტყობინება ქათამაძე.