თბილისში ოპოზიცია საპროტესტო აქციის დასაწყებად ემზადება.
აქციას როგორც ცნობილია საქართველოს სხვადასხვა რეგიოენებიდან, მათ შორის გურიიდან წასული მათი მხარდამჭერები და ადგილობრივი ლიდერები უერთდებიან.
ამ წუთებში რუსთაველზე შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა გამზირის გადაკეტვა დაიწყეს და საავტომობილო გზაზე გადავიდნენ.
მათ ამის შესახებ მითითება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი კაპანაძემ ტრიბუნიდან მისცა.
ცნობისთვის, ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებს. მათ მიაჩნიათ, რომ არჩევნები გაყალბდა.