ამ წუთებში „ლელოს” ლიდერები და მხარდამჭერები ზაარბრიუკენის (ვორონცოვის) მოედანზე იკრიბებიან და მსვლელობით შეუერთდებიან მასშტაბურ აქციას რუსთაველის გამზირზე, სადაც “ლელო” და სხვა ოპოზიციური პარტიები არჩევნების შედეგების გაყალბებას გააპროტესტებენ.
მსვლელობაზე, რომელიც მრავალრიცხოვანია, პარტიის ლიდერებთან ერთად მოსახლეობაც საკუთარ ხმებს იცავს.
პარტიის ერთ-ერთი ლიდერი საბა ბუაძე, მოსახლეობას მოუწოდებს მშვიდობიან აქციაზე მისვლისკენ.
“ლელოს” ლიდერები და მხარდამჭერები შევიკრიბეთ ზაარბრიუკენის მოედანზე და მსვლელობით ერთად დავიძრებით აქციაზე, პარლამენტის წინ. ჩვენ იქ შევუერთდებით საერთო ოპოზიციურ აქციას და ერთად გავაპროტესტებთ ხელისუფლების მიერ არჩევნების ტოტალურად გაყალბებას. ყველას მოვუწოდებ მშვიდობიან საპროტესტო აქციას შეუერთდნენ,”- განაცხადა ბუაძემ.