ნიკა მელია ივანიშვილს დროს 8 საათამდე აძლევს.
„ყველაფერი ფარსი იქნება, ყველაფერი ფლიდობა იქნება, თვალთმაქცობა იქნება, თუ ჩვენ თავზე ლაფის დასხმას, ღირსების აყრას, ჩვენი შვილების, ჩვენი დედების დამცირებას, იმას, რაც მან აკადრა საქართველოს 31 ოქტომბერს, შევუშინდებით და არ წავალთ ბრძოლაში წინ და მხოლოდ წინ!
8 საათამდე ბატონ ივანიშვილს აქვს დრო. მოიფიქრებს? _ მოიფიქრებს! არ მოიფიქრებს და ამის შემდეგ გაცნობებთ ჩვენს გადაწყვეტილებას.
აუცილებლად მტკიცედ და მშვიდად ამ ქვეყნის სიყვარულით და მეტით არაფრით ვიმოქმედებთ ბოლომდე, უკანასკნელ ამოსუნთქვამდე“, _ განაცხადა მელიამ.