ტელეკომპანია “მთავარის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია ცესკოსთან წყლის ჭავლის გაშვებასთან დაკავშირებით სტატუსს აქვეყნებს.
“კოვიდის დროს, თან ამ სიცივეში, წყლის ჭავლით დარბევა გასროლის ტოლფასია!
სადაა ის სამი ფსევდომუშკეტერი, სამარცხვინო სამი პერსონაჟი, სრულიად რომ გაფარჩაკდნენ პანდემიასთან ბრძოლაში და პარტიული აგიტატორობის გარდა ვერაფრით შევიდნენ ისტორიაში? სად ხართ, ფარჩაკებო, არაფერი გაქვთ სათქმელი?!!!“ _ წერს ნიკა გვარამია.