„მე მინდა პოლიციელებს მივმართო _ ნუ გაგიხდით ივანიშვილი მისი შეშის მცველებად. ჩვენ უნდა ვიამაყოთ თქვენით, როგორც ვამაყობდით ყოველთვის და თქვენ არ ხართ ივანიშვილის მიერ ფეხის შესაწმენდი ინსტრუმენტი და გამოსაყენებელი ინსტრუმენტი, როგორც ლუკაშენკო იყენებს თავის მილიციას. თქვენ არ ხართ მილიცია, თქვენ ხართ საქართველოს პოლიცია“, _მიმართა სამართალდამცავებს გიორგი ვაშაძემ აქციაზე.
„როგორც ჩანს, ხელისუფლება პროვოკაციაზე მიზანმიმართულად მიდის და ესაა ყველაზე ცუდი. ასეთი ქმედება რა თქმა უნდა, პროვოკაციულია. ისევე როგორც გუშინ, წყლის ჭავლი მშვიდობიან მოქალაქეებს რომ მიუშვირეს.
ასე შეიძლება ველოდოთ ნებისმიერ პროვოკაციას, მაგრამ ჩვენ ხომ მარტივ რაღაცას _ კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებას, გამოხატვის თავისუფლებას ვიცავთ და არ შეუძლია პრემიერ–მინისტრის გადაწყვეტილებას, რომ ეს უფლება შეგვიზღუდოს.
მშვიდობიანი, არაძალადობრივ პროტესტს გავაგრძელებთ, გვაქვს მუხტი და ენერგია“, _ აღნიშნა ვაშაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
ის, ასევე, გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებას საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით, ოპოზიციასთან დიალოგისთვის მზადყოფნის შესახებ და აღნიშნა, რომ დიალოგისთვის ოპოზიციაც მზადაა, ოღონდ მნიშვნელოვანია, თუ რაზე იქნება დიალოგი:
„დიალოგს დიალოგისთვის აზრი არ აქვს. ჩვენ კონკრეტული მოთხოვნები გავაჟღერეთ და ამ მოთხოვნებზე სასაუბროდ მზად ვართ“, _ განაცხადა ვაშაძემ.