გურიაში კორონავირუსით ინფიცირების 67 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ განცხადება უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
სულ საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა – 63650, მათ შორის გამოჯანმრთელებული – 47390, გარდაცვლილი – 521 ადამიანია.