სომხეთის პრემიერ-მინისტრმა მთიან ყარბაღში საომარი მომქედებების შეწყვეტა გამოაცხადა. ამის შესახებ ნიკოლ ფაშინიანმა ,,facebook“-ზე დაწერა.
მისი თქმით, შესაბამის განცხადებას ხელს რუსეთისა და აზერბაიჯნის პრეზიდენტებთან ერთად მოაწერა.
,,ძვირფასო თანამემამულეებო, პირადად ჩემთვის და ყველა ჩვენთაგანისთვის ძალიან მძიმე გადაწყვეტილება მივიღე. რუსეთსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ერთად ხელი მოვაწერე განცხადებას ყარაბაღში ომის დასრულების შესახებ. განცხადების ტექსტი, რომელიც უკვე გამოქვეყნდა, წარმოუდგენელად მტკივნეულია ჩემთვის და ჩვენი ხალხისთვის. ეს გადაწყვეტილება სამხედრო სიტუაციის სიღრმისეული ანალიზის შედეგად მივიღე. ეს გადაწყვეტილება ასევე ეფუძნება იმის რწმენას, რომ შექმნილ ვითარებაში ეს საუკეთესო გადაწყვეტილებაა. ეს არ არის გამარჯვება, მაგრამ არც დამარცხებაა“ – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა.