დემონსტრანტები, სომხეთის პარლამენტის სპიკერის, არარატ მირზოიანის ავტომობილს თავს დაესხნენ, მანქანიდან გადაათრიეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს
როგორც ადგილობრივი მედია წერს, აქციის მონაწილეები, ასევე თავს დაისხნენ პარლამენტის სპიკერის დაცვის თანამშრომლებს
როგორც სომხეთის მთავრობის წარმომადგენელი, ედუარდ აღაჯანიანი აცხადებს, მირზოიანმა დაზიანებები მიიღო, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
სომხეთის დედაქალაქ ერევანში არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა მთიანი ყარაბაღის სადავო რეგიონის გარშემო ომის შეწყვეტაზე შეთანხმების შესახებ. დოკუმენტს სომხეთის ლიდერთან ერთად, რუსეთისა და აზერბაიჯანის ლიდერები აწერენ ხელს.