მას შემდეგ, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის დაცვის წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა, გიორგი გახარია თვითიზოლაციაში გადავიდა. რამდენიმე ხანში ინფექცია მასაც დაუდასტურდა. როგორც ოფიციალური განცხადებიდან ხდება ცნობილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა. PCR ტესტის პასუხი, რომელიც მთავრობის მეთაურმა ჩაიტარა, უარყოფითია. შესაბამისად, გიორგი გახარია მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას კორონავირუსი 2 ნოემბერს ტესტირების შედეგად დაუდასტურდა. ის სახლში მკურნალობდა.































































