https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ნიპა ვირუსით გარდაცვალების შემთხვევა კიდევ ერთ ქვეყანაში დაფიქსირდა (უცხოეთი)

    მილანში ოლიმპიურ სოფელთან პოლიციელებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა

    დონალდ ტრამპი – მე შევაჩერე ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში

    ვოლოდიმირ ზელენსკი _თუ უკრაინა პუტინს არ შეაჩერებს, ის ევროპაში შეიჭრება

    ანტონიო გუტერეში – აშშ-სა და რუსეთს შორის ბირთვულ შეიარაღებაზე კონტროლის შეთანხმების ვადის გასვლა სახიფათო მომენტს წარმოადგენს

    სანჩესი ნამდვილი ფაშისტი ტოტალიტარისტია _ ილონ მასკი

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“შემაშფოთებელია”- EMC-ის მოწოდება სახელმწიფოს

8:11; 11.11.2020
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

EMC სოლიდარობას უცხადებს სამედიცინო სექტორში დასაქმებულებს, რომლებიც პანდემიის შედეგად შექმნილ უმძიმეს პირობებში ცდილობენ ადამიანების ჯანმრთელობის და სიცოცხლის დაცვას და მოუწოდებს სახელმწიფოს, გააძლიეროს ძალისხმევა მათთვის უსაფრთხო სამუშაო გარემოსა და სამედიცინო სექტორის გამართული მუშაობის უზრუნველსაყოფად. ამის შესახებ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„შემაშფოთებელია სამედიცინო პერსონალის ინფიცირების მაღალი მაჩვენებელი. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ პერსონალური დამცავი აღჭურვილობის საკმარისი რაოდენობის შემთხვევაშიც კი, 24 საათიანი დაძაბული სამუშაო გრაფიკის და პაციენტების დიდი რაოდენობის გამო გადატვირთულობის პირობებში, უკიდურესად რთული ხდება უსაფრთხოების ნორმების სათანადოდ დაცვა. ბოლო პერიოდში მედდები ყვებიან მძიმე სამუშაო პირობებსა და კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მოვლის ფიზიკურ და ემოციურ სირთულეებზე. ექიმების, ექთნებისა და სანიტრების დიდ ნაწილს ხშირად 16 ან 24 საათიან რეჟიმში უწევთ სიცოცხლისათვის საშიში და მძიმე სამუშაოს შესრულება, რასაც, გარდა უკიდურესად დამღლელი ფიზიკური შრომისა, თან ახლავს ოჯახებისგან იზოლირებული მძიმე პაციენტების მხარდაჭერისა და გამხნევების ზრუნვითი შრომა და ყოველდღიურად პაციენტების დაღუპვით გამოწვეული მძიმე სტრესი.

კორონავირუსის ფართო გავრცელებასთან ერთად, მედიცინის მუშაკების, როგორც წინა ხაზის მშრომელების, შრომის მნიშვნელობა უფრო თვალნათელი გახდა, თუმცა, სამწუხაროდ, აუცილებელ შრომად აღიარებას ღირსეული შრომის პირობების უზრუნველყოფა თან არ ახლავს. მედიცინის მუშაკების შრომა აუცილებელი, თუმცა ამავე დროს დაუფასებელი შრომაა. უფლებადამცველი ორგანიზაციები დიდი ხანია საუბრობენ ექთნების მძიმე შრომით პირობებზე, დაბალ ანაზღაურებასა და გადატვირთულ სამუშაო გრაფიკზე. სოლიდარობის ქსელის მიერ ჩატარებული გამოკითხვით, ექთნების დიდი ნაწილის ყოველთვიური ხელფასი 500 ლარზე ნაკლებია. არსებული კრიზისი კიდევ უფრო ამძიმებს ამ ვითარებას და განსაკუთრებით მოწყვლად ხდის იმ ექთნებს, რომლებსაც, დაბალი ანაზღაურების გამო, პანდემიამდე პერიოდში,  რამდენიმე სამუშაო ადგილას უწევდათ მუშაობა, რათა საკმარისი ხელფასი გამოემუშავებინათ, რაც მუდმივად ხდებოდა სისტემიდან კვალიფიციური კადრების გადინების მიზეზი. დღესდღეობით კი, კრიტიკულად გაზრდილი სამუშაოს მოცულობის პირობებში, სხვადასხვა ადგილას მუშაობა შეუძლებელი ხდება. მიუხედავად ამისა, სამწუხაროდ, მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის არც ერთი კომპონენტი ექთნებს და მათი სოციალური დაცვის გაუმჯობესებას არ შეხებია. ამასთან, უკანასკნელ პერიოდში სამედიცინო პერსონალთან კომუნიკაციის დროს, განსაკუთრებით გამოიკვეთა მათი მხრიდან, თუნდაც ანონიმურად, მათ სამუშაო პირობებზე ინფორმაციის მოწოდების პრობლემა, რაც მათი კომუნიკაციაზე კონტროლსა და სამსახურის დაკარგვის შიშს უკავშირდება.

სამედიცინო პერსონალის შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში არსებითი როლი აკისრია შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტს, რომელიც, გარდა კრიტიკულ შემთხვევებზე რეაგირებისა, ვალდებულია, ხელი შეუწყოს შრომის უსაფრთხოების დაცვის მექანიზმების დანერგვას დასაქმების ადგილას და მონაწილეობა მიიღოს შრომის უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტის შემუშავებაში. მიგვაჩნია, რომ აღნიშნულმა დეპარტამენტმა, რომელსაც სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოების ნორმების ინსპექტირების გამოცდილება და სპეციალური ცოდნა აქვს, კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულ არაორდინარულ ვითარებაში უნდა შეასრულოს სამედიცინო სფეროს მხარდამჭერის როლი და აქტიურად ჩაერთოს სამედიცინო დაწესებულებებში უსაფრთხო სამუშაო პირობების დანერგვისთვის აუცილებელი გეგმების და ღონისძიებების შემუშავებაში.

სამედიცინო პერსონალის თვალსაზრისით არსებული კრიზისის ფონზე, განსაკუთრებულად შემაშფოთებელია ინფიცირების მზარდი მაჩვენებლები. 2020 წლის 10 ნოემბერს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პიკური მაჩვენებელი დაფიქსირდა და ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 2970 შეადგინა. სამწუხაროდ, სულ უფრო და უფრო იზრდება გარდაცვლილთა რაოდენობაც. დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში სულ ინფიცირების 63650 და გარდაცვალების 521 შემთხვევაა დაფიქსირებული. შექმნილ ვითარებაში და ვირუსის გავრცელების დინამიკის ზრდის პარალელურად, სამწუხაროდ, მოსალოდნელია გარდაცვალების შემთხვევების მატება, მათ შორის, შესაბამის სამედიცინო დახმარებაზე ხელმიუწვდომლობის გამო. მედიისა და სოციალური ქსელების მეშვეობით ვრცელდება ინფორმაცია იმ შემთხვევების შესახებ, როცა ადამიანები ვერ ახერხებენ დროული და სათანადო სამედიცინო მომსახურების მიღებას სამედიცინო დაწესებულების გადატვირთულობის გამო. სასწრაფო დახმარების ბრიგადები კი, შეტყობინებების დიდი რაოდენობის გამო, ადგილზე მისვლას აგვიანებენ. მთავრობის წევრებმა დაიწყეს საუბარი ჯანდაცვის სისტემის რესურსების ამოწურვადობის შესახებ, განსაკუთრებით ადამიანური რესურსის მიმართულებით. ასევე, კეთდება განცხადებები სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტების, პენსიაზე გასული ექიმების და სტომატოლოგების შესაძლო მობილიზაციის შესახებ. ამგვარი მოცემულობა, ასევე აჩენს კითხვებს შეეძლო თუ არა ხელისუფლებას, ბევრად ადრე განეჭვრიტა ვირუსის გავრცელების ეს მასშტაბი და ე.წ. მეორე ტალღის მართვისთვის, ეფექტიანად გამოეყენებინა ვირუსის შეკავების სტრატეგიის შედეგად მოგებული დროითი რესურსი. შექმნილ ვითარებაში აშკარაა, რომ სამედიცინო სექტორი ვეღარ უმკლავდება ინფიცირების მზარდ ტალღას, რაც სერიოზულ საფრთხეს შეიცავს მოქალაქეების სიცოცხლის უფლების დაცვის თვალსაზრისით.

იმის გათვალისწინებით, რომ არსებულ კრიზისთან გამკლავება შეუძლებელია საზოგადოების კონსოლიდაციის გარეშე, განსაკუთრებით პრობლემურია ის გარემოება, რომ მთავრობის მიერ ვირუსის გავრცელების აღსაკვეთად მიღებული ზომების ნაწილის კანონიერებასთან დაკავშირებით საზოგადოებაში არსებობს შეკითხვები. მთავრობის მიერ მიღებული ზომების ლეგიტიმურობისადმი არსებული ეჭვები ასუსტებს საზოგადოების ნდობას და აფერხებს შესაბამისი წესების შესრულებას. მთავრობამ უნდა გააცნობიეროს, რომ ამ ვითარებაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ მის მიერ მიღებული შეზღუდვები აკმაყოფილებდეს გამჭვირვალობის, სამართლის უზენაესობის და ადამიანის უფლებების სტანდარტებს და სარგებლობდეს მაღალი ნდობით მოსახლეობაში. მეორე მხრივ, უკიდურესად მნიშვნელოვნად მიგვაჩნია თითოეული მოქალაქის  მიერ საკუთარი პასუხისმგებლობის გაცნობიერება ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში, რაც, პირველ რიგში, მთავრობის მიერ ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დადგენილი რეკომენდაციების განუხრელ და თანმიმდევრულ შესრულებას უნდა გულისხმობდეს, რაც ასევე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს სამედიცინო სექტორის ადამიანური, ჰოსპიტალური თუ ადმინისტრაციული სიმძლავრეების შენარჩუნებაზე.

მიგვაჩნია, რომ კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლა წარმოადგენს საზოგადოების საერთო გამოწვევას და პასუხისმგებლობას. შექმნილ ვითარებაში ერთადერთი გამოსავალი ვირუსის გავრცელების ტემპის შემცირებაა, ამისთვის კი სახელმწიფო უწყებების, კერძო სექტორის და საზოგადოების თანამშრომლობა და სოლიდარობის პრინციპზე დაფუძნებული კოორდინირებული მოქმედებაა აუცილებელი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო ორგანიზაციების და მოქალაქეების მხრიდან რეკომენდაციების შესრულების მნიშვნელობის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას:

გააძლიეროს ძალისხმევა სამედიცინო პერსონალისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველსაყოფად;

შეიმუშავოს სამედიცინო სექტორში ადამიანური რესურსის თვალსაზრისით შექმნილი კრიზისის დაძლევის გეგმა, დროულად მოახდინოს რესურსების მაქსიმალური მობილიზება და ვირუსის გავრცელების მართვა იმგვარად, რომ შემცირდეს დატვირთვა მედიცინის ცალკეულ მუშაკებზე, რაც სამედიცინო სისტემის გამართული ფუნქციონირების შენარჩუნებისთვის მნიშვნელოვანი გზაა;

უზრუნველყოს ვირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების შესაბამისობა საქართველოს კონსტიტუციასთან და ადამიანის უფლებების სტანდარტებთან“,_ ნათქვამია განცხადებაში.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ბექა გოცირიძე გარდაიცვალა

19:16; 8 თებერვალი, 2026
საზოგადოება

“კლდოვანი მასა ჩამოვიდა, დროებით იკრძალება მოძრაობა”

12:43; 8 თებერვალი, 2026
საზოგადოება

სურსათის ეროვნული სააგენტო საზოგადოებას აფრთხილებს

18:39; 7 თებერვალი, 2026
საზოგადოება

როგორ იზრდებიან ზარმაცი შვილები – რა არის ამ დროს მშობლის ბრალი

15:28; 7 თებერვალი, 2026
საზოგადოება

იგეგმება თუ არა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში სარემონტო სამუშაოების დაწყება

15:22; 7 თებერვალი, 2026

"თუ დაგჭირდებათ დამირეკეთ ან მომწერეთ" - ექიმის მიმართვა

EMC: მიხაილოს მიმართ საპატიმრო სასჯელის გამოყენება დაუსაბუთებელი იქნება

ყველა სიახლე

საზოგადოება

საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ბექა გოცირიძე გარდაიცვალა

19:16; 8.02.2026
პოლიტიკა

კობახიძე: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების დღე შეგვახსენებს პასუხისმგებლობას, დავუბრუნოთ დედაუნივერსიტეტის სტატუსი

18:18; 8.02.2026
პოლიტიკა

რა წერია ევროკომისიის კვლევაში ანაკლიის პორტის შესახებ

16:36; 8.02.2026
პოლიტიკა

ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტსმენებს საპრიზო ადგილების დაკავებისთვის ფულადი ჯილდოები გადაეცემათ

14:48; 8.02.2026
სამართალი

პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების, სექსუალური ხასიათის იძულების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს

13:51; 8.02.2026
მსოფლიო

ნიპა ვირუსით გარდაცვალების შემთხვევა კიდევ ერთ ქვეყანაში დაფიქსირდა (უცხოეთი)

13:19; 8.02.2026
პოლიტიკა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვიდეო მიმართვას ავრცელებს

13:02; 8.02.2026
საზოგადოება

“კლდოვანი მასა ჩამოვიდა, დროებით იკრძალება მოძრაობა”

12:43; 8.02.2026
მსოფლიო

მილანში ოლიმპიურ სოფელთან პოლიციელებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა

11:54; 8.02.2026
ზაფრანი

მიხეილ მესხის მაისური

11:08; 8.02.2026
სამართალი

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავეს

10:57; 8.02.2026
სამართალი

მერქნიანი მცენარის უკანონო გაჩეხვის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

10:51; 8.02.2026
ზაფრანი

სლავა და ბობიკა

10:29; 8.02.2026
ზაფრანი

„დავსაჯეთ, შავ დღეში ჩავაგდეთ გაბელიაო…“

10:16; 8.02.2026
სამართალი

სპეცოპერაცია რუსთავში- დაკავებულია რამდენიმე პირი

9:57; 8.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

10:26; 4.02.2026
0

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო