ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში Twitter-ზე აკრიტიკებს საქართელოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას მთიან ყარაბაღში ომის დასრულებასთან დაკავშირებით.
„როგორ შეუძლია საქართველოს პრეზიდენტს ისეთი შეთანხმების მილოცვა, რომელიც კავკასიაში რუსეთის მორიგ ოკუპაციას ამყარებს და ბლოკავს დასავლეთს?“, – წერს იან კელი.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმება Twitter-ით მიულოცა სომხეთსა და აზერბაიჯანს და დაწერა, რომ „ეს კავკასიაში ახალი ერის დასაწყისი გახდება“.































































