კომუნალური გადასახადების სუბსიდირების პროგრამა მომავალ წელსაც გაგრძელდება, – ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა განაცხადა.
მაჭავარიანის თქმით, პროგრამა მომავალი წლის ბიუჯეტში უკვე შეტანილია.
„ფარავს 4 თვეს – ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი და თებერვალი. შესაბამისად, იმ წელს ეს იქნება საკომპენსაციო პაკეტებში. სხვა სოციალური და ბიზნესის მხარდამჭერი ღონისძიებების შესახებ უახლოეს მომავალში მოგახსენებთ“, – განაცხადა მინისტრმა.