ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია, გრიგოლ ვაშაძის ინტერვიუს ეხმაურება.
ბოკერიას თქმით, ვაშაძისგან საზოგადოებამ მოისმინა გაუგებარი ნაკადი ურთიერთგამომრიცხავი მოსაზრებებით, რაც არ შეესაბამება სიმართლეს და არის სიცრუე.
ბოკერიამ აღნიშნა, რომ ოპოზოციის პოზიცია მყარია დიალოგთან დაკავშირებით და ოპოზიცია მზად არის დიალოგის გამართვისათვის, რომელიც შეეხება ხელახალ არჩევნებსა და ნორმალური არჩევნების ჩატარებას.
ბოკერიამ აღნიშნა, რომ ვაშაძის ამბავი არის ძალიან სამარცხვინო და პასუხისმგებლობის ამ ფორმით მოხსნა არის ცუდი საქციელი.
„მინდა გამოვეხმაურო გრიგოლ ვაშაძის მიერ ბოლო დღეებში გაკეთებულ განცხადებებს და მედიასთან მის მიერ გაკეთებულ გზავნილებს.
გარდა იმისა, რომ გაუგებარი ცნობიერების ნაკადი მოვისმინეთ ურთიერთგამომრიცხავი მოსაზრებებით, მთავარი საკითხი, რაზეც მინდა რომ იყოს სრული სიცხადე არის შემდეგში, რომ საერთოდ არ შეესაბამება სიმართლეს ის თითქოს მოლაპარაკებები მთლიანად ოპოზიციის ან მის ნაწილთან, რომ თითქოს იყო დანიშნული და ჩაიშალა, ეს საერთოდ არ შეესაბამება სიმართლეს და არის სიცრუე.
მოლაპარაკებები და დიალოგი არის საჭირო და ის შეიძლება მოხდეს მომავალში და უნდა მოხდეს, მაგრამ ის უნდა მოხდეს ერთ საკითხზე, ახალი არჩევნების ჩატარებაზე და იმ ცვლილებებზე, რაც სჭირდება ნორმალური არჩევნების ჩატარებას, ესაა პოლიტპატიმრების განთავისუფლება, ცესკოს თავჯდომარის საკითხი და მრავალი სხვა საკითხი.
სრული სიცრუეა ისიც, რომ თითქოს ოპოზიციაში არის დიალოგის მიუღებლობა და ამან თითქოს რაიმეს ჩაშლა გამოიწვია. ევროპულ საქართველოს და ჩვენ სხვა პარტნიორებს, პირველ რიგში ლელოს, გირჩს და სტრატეგია აღმაშენებელს ცოტა ხნის წინ ამაზე მკაფიო განცხადება გვქონდა, რომ დიახ, დიალოგის მომხრე ვართ,დიალოგი საჭიროა, მაგრამ ის საჭიროა ამ კონკრეტულ საკითხზე, ახალი არჩევნების ჩატარებაზე და ამ კრიზისის განმუხტვაზე.
ჩვენ მყარი პოზიცია გვაქვს, რომ ამ სამარცხვინო პროცესის შედეგად დადებულ არჩევნებში პოზიცია არ შესვლის პარლამენტში და ბოიკოტის არ შეიცვლება და მესამე, მიუხედავად იმისა, რომ მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება ივანიშვილის რეჟიმს იმ ძალადობრივ ფაქტებზე რაც ვნახეთ, ჩვენ ყველას მოვუწოდებთ, რომ საპასუხო ძალადობა არის დაუშვებელი და ყველა ვინც ძალადობრივად მოიქცევა თვითონ გაემიჯნება ჩვენს მშვიდობიან პროტესტს.
რაც შეეხება ვაშაძის ამბავს, ეს არის ძალიან სამარცხვინო ამბავი, მემსის რომ კრიზისის დროს ყველა ადამიანი არ არის მზად, რომ პასუხისმგებლობა აიღოს, მაგრამ პასუხისმგებლობის ამ ფორმით მოხსნა არის ძალიან ცუდი საქციელი საკუთარი პარტიის მიმართ.
წულუკიანს უყვარს ხოლმე ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებების ციტირება, მაგრამ ამ შემთვევაში ეს მართლაც შესაბამიასია, რომ „ირყეოდნენ ვითარცა ლერწამნი ქართაგან ძლიერთა“ – განაცხადა ბოკერიამ.