1. ვერძი – თქვენთვის ცხოვრება ბევრი საინტერესო თავგადასავლის შეგროვებას ნიშნავს. გსურთ, რომ რაც შეიძლება მეტი თავგადასავალი გადაგხდეთ. გინდათ მსოფლიო ნახოთ და არც ერთი კუთხე არ გამოგრჩეთ.
2. კურო – თქვენთვის ცხოვრება ნამდვილი სიყვარულის პოვნას ნიშნავს. კურო ვერ იგრძნობს თავს სრულყოფილად თუ გვერდით საყვარელი ადამიანი არ ეყოლება. ასე რომ, თუ ჯერ არ გიპოვნიათ რომანტიკული პარტნიორი, ეცადეთ რომ ეს რაც შეიძლება მალე გააკეთოთ.
3. ტყუპები – თქვენთვის ცხოვრება უბრალოდ და მარტივად გადარჩენას ნიშნავს. ტყუპები ცხოვრობენ ყოველი დღით, ყოველი წამით, დაუგეგმავად. ყოველდღიური ბრძოლა გადარჩენისთვის – ეს სრულიად საკმარისი იმისთვის, რომ ცხოვრების მისია შესრულებულად ჩათვალოთ.
4. კირჩხიბი – ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანებისთვის ცხოვრება ნიშნავს, რომ გასცენ რაც შეიძლება მეტი, გააკეთონ უფრო მეტი სიკეთე, დაეხმარონ უფრო მეტ ადამიანს. ის სხვა ადამიანების კეთილდღეობას ყოველთვის საკუთარ ინტერესებზე წინ აყენებს.
5. ლომი – ცხოვრება თქვენთვის დამოუკიდებლობას ნიშნავს. გინდათ იცხოვროთ ისე, როგორც თქვენ გსურთ სხვების ჩარევის და სხვების კარნახის გარეშე, აბსოლუტურად დამოუკიდებლად. მხოლოდ ასე შეიგრძნობთ ნამდვილ ცხოვრებას.
6. ქალწული – თქვენთვის ცხოვრება ახლის სწავლასა და შეცნობას, უფრო მეტი ცოდნის შეძენას ნიშნავს. არ შეგიძლიათ რაიმე საკითხისადმი ზედაპირული ცოდნით დაკმაყოფილდეთ.
7. სასწორი – ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანებისთვის ცხოვრება გარემოს დადებითი ენერგიით ავსებას გულისხმობს. ის ყოველთვის ინარჩუნებს პოზიტიურ განწყობას და გადამდებ ბედნიერებას დაატარებს.
8. მორიელი – თქვენთვის ცხოვრება საკუთარი ვნებების, სურვილების დაკმაყოფილებაა. მიიჩნევთ, რომ ის ხანმოკლეა და არ არის დრო იმისთვის, რომ აკეთოთ ის საქმე, რომელიც სიამოვნებას არ განიჭებთ.
9. მშვილდოსანი – თქვენ ცხოვრებას არ ანიჭებთ რაიმე ერთ კონკრეტულ, განსაკუთრებულ მნიშვნელობას. თქვენთვის ცხოვრება თავისუფლების, თავგადასავლების, სიყვარულის, ვნების, სწავლის, ახლის შეცნობის კომბინაციაა.
10. თხის რქა – თქვენთვის ცხოვრება ცოდნის შეძენას და ამ ცოდნის სხვებისთვის გაზიარებას ნიშნავს. მიიჩნევთ, რომ ადამიანმა სწავლა არასოდეს არ უნდა შეწყვიტოს.
11. მერწყული – თქვენთვის ცხოვრება ახლის შექმნას და სხვების შთაგონებას ნიშნავს. გინდათ, რომ ცხოვრებაში საკუთარი კვალი დატოვოთ.
12. თევზები – ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანებისთვის ცხოვრება ბედნიერების, პოზიტივის, ღიმილის სხვებისთვის გაზიარებას და განაწილებას გულისხმობს. გსურთ, რომ სამყარო უფრო ნათელი და სასიამოვნო გახადოთ.