ამერიკელი დერმატოლოგი სამერ ჯაბერი ამტკიცებს, რომ სახისა და ტანის დაბანა ღამით უმნიშვნელოვანესია კანის სიჯანსაღისთვის. განსაკუთრებით გაზაფხულსა და ზაფხულის დღეებში.
„თუ მთელი დღე გარეთ გიწევთ ყოფნა, მუშაობთ, ოფლიანდებით, რა თქმა უნდა, სახლში მისთვლისთანავე უნდა დაიბანოთ და არ უნდა დაიძინოთ შხაპის მიღების გარეშე“, – ამბობს დერმატოლოგი.
მისივე განმარტებით, გაზაფხულზე კანზე ხვდება ალერგიის გამომწვევი ბაქტერიები და არ არის სასურველი მათი მოშორების გარეშე დაძინება, ამიტომაც, აუცილებლად უნდა დაიბანოთ.
ჰარვარდის უნივერსიტეტის კვლევის თანახმად, თუ შხაპს ღამით მიიღებთ, ის დაგეხმარებათ რომ უფრო მშვიდად დაიძინოთ, ის დაგამშვიდებთ და სტრესის ხარისხს შეამცირებას შეძლებთ. დაძინებამდე შხაპის მიღება დაგეხმარებით განტვირთვაში და ბედნიერების შეგრძნებას მოგანიჭებთ.