დღეს ჩვენი ოცნებაც კი გადაგვიტრიალეს და ჯოჯოხეთად გვიქციეს, მაგრამ მაგრამ მე ამაყი ვარ, რომ ვარ ქართველი! რატომღაც უნდათ, რომ მეორეხარისხოვან ერად გვაქციონ, გამარჯვების გემო დაგვავიწყონ, ყველაზე მთავარი, რისთვისაც ყოველთვის მომართული ვართ; ყოველდღე გვინერგავენ, რომ დამარცხებული ერი ვართ, პერსპექტივის გარეშე, მოგვიწოდებენ დავტოვოთ ქვეყანა და ემიგრაციაში წავიდეთ; მაგრამ, ყველა იმ ქართველს, ვინც გვებრძვის, აუცილებლად მივუჩენთ საკუთარ ადგილს ისტორიის სანაგვეზე, ისე როგორც, ადრე, არაერთხელ მიგვიჩენია!
ჩვენ აუცილებლად ვიქნებით გამარჯვებული, გაბრწყინებული ქართველები! საკუთარ სამშობლოში! _ განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.