მსახიობი Fi Glover-სთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ სახეს არასოდეს შეხებია და არანაირი კოსმეტიკური პროცედურისთვის არ მიუმართავს. სტრიპი ამბობს, რომ წინააღმდეგია პლასტიკური ოპერაციების.
მიუხედავად იმისა, რომ არ მიუმართავს არანაირი კოსმეტოლოგიური ჩარევისთვის, მსახიობის კანი პრიალა და გლუვია.
„ერთადერთი პროცედურა, რომელიც რუტინად მაქვს ქცეული, ხელით სახეზე მასაჟის გაკეთებაა, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ სანამ სახეს შეეხებით, ხელები აუცილებლად კარგად უნდა დაიბანოთ“, – ამბობს ჰოლივუდის ვარსკვლავი.
როგორც აღმოჩნდა, სტრიპი ცდილობს საკუთარი ხელით რაც შეიძლება იშვიათად შეეხოს სახეს და თუ შეეხება (მაგალითად მასაჟის გაკეთების დროს), ხელი აუცილებლად კარგად უნდა ჰქონდეს დაბანილი, ვინაიდან ხელით შეხების დროს სახეზე უამრავი ბაქტერია გადადის.
არის თუ არა სახიფათო მართლაც ხელით სახეზე შეხება? – დერმატოლოგები ამბობენ, რომ მერილ სტრიპი სწორად იქცევა, როცა სახის კანს არ ეხება ხელით და ისინი სხვებსაც ურჩევენ, რომ ჩვევად აქციონ, გამოიმუშაონ რომ არ შეეხონ კანს. ყოველივემ შეიძლება გამოიწვიოს კანის სიწითლე, გაღიზიანება და აკნეც კი.